გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის  გეგმა

მასწავლებლის  სახელი,  გვარი:  სოფიო გელხაური, პირადი  ნომერი-24001008092
საგანი: სახვითი  და  გამოყენებითი  ხელოვნება
სწავლების  საფეხური/კლასი: საბაზო/7
მოსწავლეთა  რაოდენობა: 25
გაკვეთილის  თემა: მსოფლიო  არქიტექტურის  საოცრებები.
გაკვეთილის  მიზანი:
 მოსწავლეები შეძლებენ:
·         ამოიცნო და შეადარო ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
·         დაასახელონ სხვადასხვა კულტურის ერთი დანიშნულების არქიტექ­ტუ­რის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს.
·          კრიტიკის დროს პატივისცემით მოეკიდოს სხვის ნამუშევარს და აზრს.
·         გამოთქვან ვარაუდები



აქტივობები.
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
საკლასო მსჯელობა - საილუსტრაციო მასალის საფუძველზე მოსწავლეები ამოიცნობენ მათთვის ცნობილ არქიტექტურულ ნაგებობებს. გამოთქვამენ ვარაუდებს თუ რომელ ეპოქაში რომელ  ქალაქში  აიგო.
გონებრივი იერიში, ვარაუდების გამოთქმა
ინდივიდუალური
ფოტომასალა
5 წთ
2
სახელმძღვანელოზე მუშაობა -       მოსწავლეები  გაეცნობიან საგაკვეთილო მასალას. ამხანაგებს დაუსვამენ 2 - 3 საინტერესო კითხვას.         
ინფორმაციის მიღება, გაანალიზება, გააზრება
ინდივიდუალური, წყვილებში
სახელმძღვანელო
10 წთ
3.
მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად აირჩევენ ნაგებობებს და იმუშავებენ ესკიზებზე. წარდგებიან თანაკლასელების წინაშე ,უჩვენებენ ესკიზებს, დაასაბუთებენ საკუთარ  მოსაზრებებს.
წარმოდგენილი ინფორმაციის გაანალიზებისა და სინთეზის უნარის განვითარება, განმტკიცება, პრეზენტაცია
ჯგუფური
მსოფლიო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშების ამსახველი ფოტომასალა.    ქაღალდი, ფანქარი, საშლელი, სათლელი.
25 წთ
4.
გაკვეთილის რეფლექსია - შეჯამება, გაკვეთილის შეფასება რუბრიკებით
ვარაუდებისა და მიღებული ცოდნის შერწყმა, დასკვნების გამოტანა, შეფასება რუბრიკებით
ინდივიდუალური
სამუშაო მასალა, შეფასების რუბრიკები
5 წთ


გაკვეთილის  ბოლოს  მისაღწევი  შედეგები:

..VII.11. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.

..VII.9  მოსწავლე კრიტიკის დროს პატივისცემით ეკიდება სხვის ნამუშევარს და აზრს.

..VII.7.მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვას და დაასაბუთოს საკუთარი აზრი ხელოვნების ნაწარმოების შესახებ.



         
შეფასება: განმავითარებელი, განმსაზღვრელი(რუბრიკებით)
ხელმოწერა:სოფიო  გელხაური
თარიღი:  19 10 2018          

No comments:

Post a Comment